ლობოტკას იუვენტუსში ტრანსფერი გამორიცხულია
ლუჩიანო სპალეტის სურვილის მიუხედავად, სტანისლავ ლობოტკა იუვენტუსში არ გადავა.
ნეაპოლიტანური გამოცემა Il Mattino-ს ცნობით, მაქს ალეგრის ლობოტკას შენარჩუნება უნდა, ამ ყველაფერს კი გუნდებს შორის არსებული ცუდი ურთიერთობა ემატება, რაც ტრანსფერის ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს.
ლობოტკას კონტრაქტი ნაპოლისთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და თუ მან ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა, ტურინული გრანდი მის უფასოდ დამატებას მომდევნო ზაფხულს ეცდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
