დი გრეგორიოს იუვენტუსიდან წასვლა გადაწყვეტილია
მიკელე დი გრეგორიო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის რიგებს დატოვებს.
იტალიელი კარის დარაჯი ლუჩიანო სპალეტის გეგმებში აღარ შედის და მისი გაშვება გადაწყვეტილია.
La Stampa-ს ცნობით, ამ მომენტისთვის მიკელეს მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს ატალანტა იჩენს. იუვენტუსს მისი გაყიდვა დაახლოებით 15 მილიონ ევროდ სურს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
