TuttoJuve

Juve per sempre sarà

3 ფორვარდი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში…

იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის საბოლოო პასუხის მოლოდინშია, პარალელურად კი ტურინული გრანდი ახალი ცენტრ-ფორვარდის ძიებას შეუდგა.

Tuttosport-ის ცნობით, ამ მომენტისთვის იუვენტუსი შეტევის გაძლიერებას პსჟ-ს კოლო მუანის, ატლეტიკოს ალექსანდერ სორლოთისა და ჯოშა ზირკზეეს კანდიდატურებით განიხილავს.

ვლაჰოვიჩის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, იუვენტუსი მინიმუმ 2 ფორვარდის გაფორმებას გეგმავს, რადგან ჯონათან დევიდი და ლოი ოპენდა დიდი ალბათობით გუნდს დატოვებენ.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).