TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფრანგი ჟურნალისტი:“ იუვემ გამარჯვება დაიმსახურა, მაგრამ მოტას ცვლილებები გარკვეულ კითხვებს აჩენს“

ცნობილი ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ჟურნალისტმა ელვინ დე ფაციომ ლილი – იუვენტუსის მატჩი შეაფასა.

„მე გუშინდელ მატჩს პირადად დავესწარი და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი, დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა იყო, რომელშიც გამარჯვება იუვენტუსმა დაიმსახურა. გუნდი დომინირებდა და 3 ქულისთვის იბრძოდა, თუმცა შექმნილი შანსების კარგად გამოყენება ვერ შეძლეს.

„სიმართლე რომ ვთქვა, ტიაგო მოტას ცვილებები არ მომეწონა, პირველ რიგში ვლაჰოვიჩის გაყვანა, რადგან იუვენტუსს იმ მომენტში, როდესაც ინიციატივას ფლობდა და ბევრს უტევდა, საჯარიმოში ცხრიანი აუცილებლად სჭირდებოდა.

„როგორ შევაფასებდი დუშანის თამაშს ? მას ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა, გაიტანა გოლი, მოიგო ბევრი დუელი, დაიბრუნა არაერთი ბურთი, თამაშობდა აქტიურ პრესინგს. პრობლემა არის ის, რომ იუვენტუსი მას მომენტებს ძალიან იშვიათად უქმნის და მოტამ ამ საკითხზე უნდა იმუშაოს.

„ჟეგროვა თუ დევიდი იუვეში ? დევიდი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და ის ნებისმიერი გუნდისთვის კარგი დანამატი იქნეოდა, თუმცა ჟეგროვა დიდებულ ფორმაშია და ის იუვენტუსს ძალიან გააძლიერებდა.“