TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბუფონი:“ ტუდორი შესანიშნავად მუშაობს, მოტა ? ის ძალიან ნიჭიერია…“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჯიჯი ბუფონმა ტურინულ გრანდში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

„გადაწყდა თუ არა სკუდეტოს ბედი გასულ ტურში ? არა, მაგრამ ნაპოლიმ ტიტულისკენ ამ გამარჯვებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. ამ სეზონში როგორც ინტერი, ასევე ნაპოლი კარგ ფეხბურთს აჩვენებენ და სეზონის ბოლოს ერთ-ერთ მათგანს სინანულის გრძნობა აუცილებლად ექნება.

„სერია ა-ს მიმდინარე სეზონი ძალიან საინტერესო და დაძაბულია, გუნდები იბრძვიან როგორც სკუდეტოსთვის, ასევე ევროპული საგზურებისთვის, ეს ყველაფერი იტალიურ ფეხბურთს უფრო პოპულარულს ხდის.

„ტუდორი იუვეში ? იგორი იუვენტუსს კარგად იცნობს და ეს მას ადაპტაციაში ძალიან დაეხმარა. ტუდორმა იუვენტუსის ღირებულებები კარგად იცის, მან როგორც ჟურნალისტებთან, ასევე ფეხბურთელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბა და საერთო ჯამში შესანიშნავად მუშაობს.

„მოტა ? სამწუხაროა, რომ მისი კარიერა იუვენტუსში პოზიტიურად არ განვითარდა, თუმცა ტიაგო უნიჭიერეს სპეციალისტად რჩება, მას დიდი მომავალი აქვს.“

error: დაცული კონტენტი !