ოფიციალურად: ილდისს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა
სპორტულმა მოსამართლემ იუვენტუსის ტალანტის კენან ილდისის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
თურქ ფეხბურთელს მონცასთან მომხდარი ინციდენტის გამო 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, ამის გარდა კი მას ფულადი ჯარიმის სახით 10,000 ევროს გადახდა მოუწევს.
ილდისი ტურინულ გრანდს ბოლონიასთან და ლაციოსთან უმნიშვნელოვანეს მატჩებში ვერ დაეხმარება…