იუვენტუსმა ჩელსის ილდისის ფასი შეუთვალა
გამოცემა CaughtOffside-ს ინფორმაციით, ჩელსის ინტერესი კენან ილდისის მიმართ სერიოზულია, თუმცა მისი გაფორმება მარტივი არ იქნება.
წყაროს ცნობით, თურქი ტალანტის გაყიდვა ტურინული გრანდის გეგმებში არ შედის, ამიტომ ინგლისელებს ილდისის გასაფორმებლად მსუყე თანხის დახარჯვა მოუწევთ.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი ილდისის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონს ითხოვს და ნაკლები წინადადების განხილვას არ აპირებს.