TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბრემერს შესაძლოა 8-9 თვე გაუცდეს…

იუვენტუსმა გუშინ ლაიფციგის წინააღმდეგ დიდებული გამარჯვება მოიპოვა, თუმცა გლეისონ ბრემერისა და ნიკო გონსალესის ტრავმები ამ საღამოს ნაკლებად სასიამოვნოს ხდის.

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, გონსალესს კუნთის პრობლემა აქვს და ის ტიაგო მოტას განკარგულებაში სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება, ბრემერთან მიმართებაში კი საქმე გაცილებით რთულად არის.

წყაროს ცნობით, იუვენტუსის სამედიცინო შტაბი შიშობს, რომ მას მუხლის მყესი აქვს გაწყვეტილი და თუ დიაგნოზი დადასტრუდა, ბრაზილიელს მაქსიმუმ 9 თვე გაუცდება.

ბრემერი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის და იუვენტუსი ოფიციალურ განცხადებას ამის შემდეგ გააკეთებს.