TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ გამორჩეული საღამო, ბიჭებმა ეს დაიმსახურეს“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ლაიფციგთან მატჩი შეაფასა.

„ეს გუნდური გამარჯვება იყო. ჩვენ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, თუმცა გარკვეული ტექნიკური შეცდომები გვქონდა. მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით და მოედანზე 10 კაცის დარჩენის მიუხედავად შეტევაზე უარს არ ვამბობდით, რამაც შედეგი გამოიღო.

„გამბედაობა 10 კაცით ? ეს არა ჩემი, არამედ გუნდის დამსახურებაა. მე მქონდა გრძნობა, რომ ისინი პირველივე წამიდან მოედანზე მოსაგებად იყვნენ გასულები და სიტუაცია არც დი გრეგორიოს გაძევებამ შეცვალა.

„ჩვენი ამბიციები ჩემპიონთა ლიგაზე ? ჯერ ამ თემაზე საუბარი ძალიან ადრეა. ჩვენი მიზანი მომდევნო მატჩზე ფიქრი და საუკეთესოდ მომზადებაა.

„ტრავმები ? ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. გონსალესი და ბრემერი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან და იმედი მაქვს, მათი ტრავმები სერიოზული არ არის.

„პრესინგი 10 კაცით ? ჩვენ გვქონდა თავდაჯერებულობა და ვიცოდით, რომ მეტოქის დაჯაბნა შეგვეძლო, რაც დავამტკიცეთ კიდეც.“