ბრემერი:“ გაშვებული გოლი ჩემი ბრალია და ბოდიშს ვიხდი“
გლეისონ ბრემერი გუშინდელ მატჩში დაშვებულ შეცდომას გამოეხმაურა და სოციალური ქსელის მეშვეობით ბოდიში მოიხადა.
„ვერონასთან მატჩში გაუგებრობის გამო მე შეცდომა დავუშვი. ყოველგვარი თავისმართლების გარეშე, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, მე უკეთ თამაში მმართებდა.
„ახლა, მეტად ვიდრე ოდესმე, ჩვენ წინსვლას ერთად ვაგრძელებთ, Fino Alla Fine!”
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
