ბაიერნი ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავს
დუშან ვლაჰოვიჩს უკვე რამდენიმე კვირაა ბაიერნს აქტიურად უკავშირებენ და გერმანული წყაროების ცნობით, რეკორდმაისტერთა ინტერესი სერბის მიმართ სერიოზულია.
ბაიერნი ნიკოლას ჯეკსონის შემცვლელის ძიებაშია, რომელცი სეზონის ბოლოს ჩელსიში დაბრუნდება და BILD-ის ცნობით, მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ვლაჰოვიჩია.
იუვენტუსი თავის მხრივ სერბის ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას აგრძელებს და ლუჩიანო სპალეტის მოთხოვნით, მის შენარჩნებას ბოლო წამამდე ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
