ვეამ შესაძლოა იტალიის სუპერ თასზე ითამაშოს
ტიმოთი ვეამ, ვინც კუნთის ტრავმის გამო მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს, სარეაბილიტაციო პროცესი უკვე დაიწყო.
იტალიური წყაროების ინფორმაციით, ამერიკელი ფეხბურთელი ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო დაახლოებით 15-20 დღეს გამოტოვებს.
მირკო დი ნატალეს ცნობით, არის ალბათობა, რომ ვეამ იტალიის სუპერ თასზე მილანის წინააღმდეგ ნახევარფინალურ მატჩში თამაში შეძლოს, რომელიც 3 იანვარს არის ჩანიშნული.