ბოლო ცნობები იუვენტუსის ლაზარეთიდან…
ლეჩესთან უსახური მატჩის და შედეგის შემდეგ, იუვენტუსი ბოლონიასთან შეხვედრისთვის მზადებას შეუდგა.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დაპირისპირებაში ტიაგო მოტას განკარგულებაში ლაზარეთიდან დუშან ვლაჰოვიჩი დაბრუნდება. სერბმა ნაწილობრივად გუნდთან ერთად ივარჯიშა და მომდევნო მატჩისთვის მზად იქნება.
წყაროს ცნობით, აჯიჩი, ლუისი, სავონა და მაკკენი გუნდს მანჩესტერ სიტისთან დაუბრუნდებიან, ხოლო ნიკო გონსალესი დიდი ალბათობით ვენეციასთან მატჩისთვის იქნება მზად.