TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე იანვარში ფაჯოლისა და მბანგულას გაყიდვას გეგმავს

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნიკოლო ფაჯოლისა და სამუელ მბანგულას გაყიდვას გეგმავს.

ნიკოლო სკირას ცნობით, ბიანკონერის ფეხბურთელების სანაცვლოდ 35-40 მილიონი ევროს გამომუშავება, მიღებული თანხით კი პრობლემური პოზიციების გაძლიერება სურს.

ფაჯოლის მიმართ ინტერესს მარსელი, ასევე რამდენიმე ინგლისური გუნდი იჩენს, მბანგულას კი მსურველები საფრანგეთში და გერმანიაში ჰყავს.