ბიაზინი:“ იუვენტუსს ჩვეულ დონეზე ძალიან მალე ვიხილავთ“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და ინტერის ქომაგმა ფაბრიციო ბიაზინიმ იუვენტუსის შესახებ ისაუბრა.
„იუვენტუსი ჯერჯერობით არც თუ ისე კარგად გამოიყურება, მაგრამ მე მჯერა, რომ მოტამ თავისი საქმე ძალიან კარგად იცის და ჩვენ ტურინელებს ჩვეულ დონეზე ძალიან მალე ვიხილავთ.
„ბევრი ამბობს, რომ კოპმეიენრსი ვერ თამაშობს, სინამდვილეში კი მოტა მას სხვა პოზიციაზე იყენებს და ტეუნს ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა მის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა სრული სიგიჟეა.
„კოპმეიენრსის მსგავს ინტელიგენტ ფეხბურთელებს მოედანზე მეტი თავისუფლება სჭირდებათ, რომელსაც ტეუნი ძალიან მალე მიიღებს.“