სპალეტის პერინის შენარჩუნება სურს
ლუჩიანო სპალეტის მატია პერინის შენარჩუნება უნდა.
იტალიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და ტურინული გრანდი მზად არის, მას ხელშეკრულების კიდევ 1 წლით გახანგრძლივება შესთავაზოს.
პერინს თავის მხრივ მეტი სათამაშო დროის მიღება უნდა, ამიტომ გუნდის დატოვებას და ჯენოაში დაბრუნებას განიხილავს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
