კალულუ მოედანზე დაბრუნებასთან ახლოს არის
პიერ კალულუს სარეაბილიტაციო პროცესი პოზიტიურად ვითარდება და ის მოედანზე დაბრუნებასთან ახლოს არის.
ფრანგმა ფეხბურთელმა კუნთის ტრავმა გასული თვის ბოლოს მიიღო, რის გამოც ბოლო 5 მატჩში გუნდის დახმარება ვერ შეძლო.
SportItalia-ს ცნობით, პიერმა ვარჯიშის ინტენსიობას უმატა და მოსალოდნელია, რომ ის მიმდინარე თვის ბოლოს გუნდის განკარგულებაში დაბრუნდება.