TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ასტონ ვილა კიეზას ტრანსფერისთვის ბრძოლაში დაწინაურდა

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ასტონ ვილა ფედერიკო კიეზას ტრანსფერისთვის მიმდინარე ბრძოლაში ფავორიტია.

წყაროს ცნობით, ინგლისელებმა კიეზას რომაზე უკეთესი ფინანსური პირობები შესთავაზეს, უფრო მნიშვნელოვანი კი კიეზასთვის ის ფაქტია, რომ ისინი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამასებენ.

ბოლო პერიოდში განხორციელებული ტრანსფერების შემდეგ, ურთიერთობა იუვენტუსსა და ასტონ ვილას შორის შესანიშნავია, ამიტომ გუნდებს საერთო ენის გამონახვა არ უნდა გაუჭირდეთ.