სანჩომ ინგლისური და თურქული გუნდები უარით გაისტუმრა, მას იუვენტუსში თამაში სურს
ალფრედო პედულას ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის შემტევმა ჯეიდონ სანჩომ ბოლო დღეებში ინგლისური და თურქული გუნდების მსუყე წინადადებები უარით გაისტუმრა და კარიერის იუვენტუსში გაგრძელება სურს.
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები გუნდებს შორის აქტიურად გრძელდება და მხარეები ისეთი ფორმულის პოვნას ცდილობენ, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.
მანჩესტერი სანჩოს იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ მისი გამოსყიდვის პუნქტი სავალდებულო იქნება, ბიანკონერი კი თავის მხრივ ინგლისელის ფასიანი არენდით აყვანას ცდილობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერპსექტივით.