TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეიენრსის შემდეგ, მოტა კიდევ 5 ტრანსფერს ითხოვს

იუვენტუსმა სატრანსფერო ფანჯარაზე მუშაობა აქტიურად დაიწყო და უკვე რამდენიმე ტრანსფერი დახურა, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლის წინ კიდევ ბევრი სამუშაო ელოდება.

ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი ტეუნ კოპმეიენრსის გაფორმებაა, თუმცა ნიდერლანდელის გარდა ტიაგო მოტა კიდევ 5 ტრანსფერს ითხოვს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მოტას გუნდის გაძლიერება ერთი ცენტრალური მცველით, მარჯვენა მცველით, 2 შემტევი ვინგერითა და სათადარიგო ფორვარდით სურს, ვინც დუშან ვლაჰოვიჩის ალტერნატივა იქნება და სერბს შესაბამის კონკურენციას გაუწევს.