TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

არსენალი ვლაჰოვიჩის გაფორმებას იანვარში ეცდება

ბრიტანული წყაროების ცნობით, არსენალი იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდება.

ლონდონური გრანდი სერბი ფორვარდის მიმართ ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს და CaughtOffside-ს ცნობით, ზაფხულში ზედმეტი კონკურენციის თავიდან ასარიდებლად მეთოფეები მის გაფორმებას იანვარში ეცდებიან.

იუვენტუსსა და ვლაჰოვიჩს შორის ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებები არც თუ ისე პოზიტიურად ვითარდება, ამიტომ იუვენტუსი მის სანაცვლოდ მიღებული წინადადებების განხილვაზე უარს არ იტყვის.

error: დაცული კონტენტი !