TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

არა იუვენტუსს, ნაპოლის დი ლორენცოს იტალიის ფარგლებს გარეთ გაყიდვა სურს

La Repubblica-ს ინფორმაციით, ჯოვანი დი ლორენცომ ნაპოლის აცნობა, რომ მისი გადაწყვეტილება გუნდის დატოვების შესახებ საბოლოოა და პოზიციის შეცვლას არ აპირებს, ამიტომ პარტენოპეის გუნდის კაპიტანის გაყიდვა მოუწევს.

წყაროს ცნობით, დი ლორენცოს იტალიაში დარჩენა და კარიერის იუვენტუსში გაგრძელება სურს, თუმცა აურელიო დე ლაურენტისი კონკურენტის გაძლიერებას არ აპირებს და მისი იტალიის ფარგლებს გარეთ გაყიდვა სურს.

გამოცემის ინფორმაციით, ნაპოლი დი ლორენცოს უცხოურ გუნდში იმაზე იაფად გაუშვებს, ვიდრე პარტენოპეის ტურინული გრანდი სთავაზობს.