TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჰეისენისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი გრანდი ჩაერთო

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ტალანტის დინ ჰეისენის მსურველთა გრძელ სიას ბაიერნი შეემატა.

ახალგაზრდა ესპანელი ტალანტის სახელი გასულ კვირებში არაერთ გუნდს დაუკავშირეს, ბოლო პერიოდში კი ყველაზე მეტად დორტმუნდი აქტიურობდა, თუმცა წყაროს ცნობით, მათ რეკორდმაისტერების კონკურენციის დაძლევა მოუწევთ.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ჰეისენს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ რომელიმე დაინტერესებული გუნდი 19 წლის ესპანელის სანაცვლოდ მინიმუმ 25 მილიონ ევროს გადაიხდის.