TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი ვენდელის მიმართ ინტერესს არ კარგავს

იუვენტუსი პორტუს უკანახაზელის ვენდელის მიმართ ინტერესს არ კარგავს და ის გუნდის დაცვის მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნედ მიიჩნევა.

30 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი პორტუსთან 2025 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ პორტუგალიელებს ბრაზილიელის საკმაოდ იაფადა, დაახლოებით 6-7 მილიონ ევროდ გაყიდვა მოუწევთ.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ვენდელი ალექს სანდროს შეცვლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ კანდიდატად მოიაზრება.