იუვენტუსსა და ვილას შორის მოლაპარაკებები მუნდიალის დასრულების შემდეგ განახლდება
SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსი დიბუ მარტინესის ტრანსფერის დახურვას მუნდიალის დასრულების შემდეგ ეცდება.
წყაროს ცნობით, ასტონ ვილა მზად არის, არგენტინელი ფეხბურთელის ფასი 10 მილიონ ევრომდე შეამციროს, რაც შემდგომში ბონუსების ჩათვლით 13-14 მილიონამდე გაიზრდება.
იუვენტუსს თავის მხრივ ტრანსფერის დახურვა საერთო ჯამში 8 მილიონი ევროს ფარგლებში სურს. ტურინულ გრანდს იმედი აქვს, მარტინესი მუნდიალის შემდეგ ევროპაში დაბრუნდება, ინგლისურ გუნდს იუვენტუსში გაშვებას სთხოვს და საბოლოო ჯამში ასტონ ვილა ტურინელთა წინადადებას მიიღებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
