იუვენტუსმა გასპერინისთან მოლაპარაკებები განაახლა
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსმა ჯან პიერო გასპერინისთან მოლაპარაკებები განაახლა.
ანტონიო კონტემ ნაპოლიში დარჩენა გადაწყვიტა, ამიტომ ტურინული გრანდი მისი ალტერნატივების ძიებაშია და იუვენტუსის მთავარი სამიზნეები ჯან პიერო გასპერინი და რობერტო მანჩინი არიან.
გასპერინიმ რომასთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, თუმცა მას იუვენტუსში დაბრუნება სურს და თუ ტურინული გრანდის ინტერესი სერიოზულ სახეს მიიღებს, იტალიელი სპეციალისტი ბიანკონერის წინადადებას დათანხმდება.
არც ის არის გამორიცხული, მომდევნო სეზონში გუნდში იგორ ტუდორი დარჩეს.