მონტერო:“ ჩემს დროს იუვენტუსისთვის ხელს მოვიჭრიდით, კონტე და ტუდორი ?…“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა პაოლო მონტერომ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„იუვე ჩემპიონთა ლიგაზე ? მე ბედნიერი ვარ, რომ იუვენტუსმა ლიგის საგზური მოიპოვა, ტუდორის წარმატება ძალიან მახარებს, ის ჩემი კარგი მეგობარია, მან კარგად იმუშავა და გუნდთან ერთად მნიშვნელოვან მიზანს მიაღწია.
„იმსახურებს თუ არა ტუდორი დარჩენას ? მე ამ თემეზე საუბარი არ მიყვარს, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის და გარედან შეფასება ძალიან რთულია. ფაქტი არის ის, რომ ტუდორმა დასახულ მიზანს მიაღწია.
„ტუდორის მენტალიტეტი იუვენტუსში ? მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს დროს თითოეული ფეხბურთელი გუნდისთვის მოედანზე ხელს მოვიჭრიდით, ჩვენ ვიყავით ერთი დიდი ოჯახი, რომელიც გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებდა, ჩვენ გვყავდა დიდებული მწვრთნელები და ისეთი ლიდერები, როგორებიც დელ პიერო, კონტე, ჩირო და სხვები იყვნენ. იუვენტუსის ახალწვეულები გასახდელში შესვლისთნავე ხვდებოდნენ, თუ რა იყო იუვენტუსი.
„კონტე ? ის დიდებული ადამიანი და გამორჩეული ჩემპიონია, მე მეტის თქმა არ შემიძლია.“