მორეტო: ლუკმანისთვის ნაპოლი და იუვენტუსი იბრძოლებენ
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, იუვენტუსი და ნაპოლი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ადემოლა ლუკმანისთვის იბრძოლებენ.
წყაროს ცნობით, ლუკმანის ატალანტადან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია და მას მსურველები ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მრავლად ჰყავს, თუმცა ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად იუვენტუსი და ნაპოლი აქტიურობენ.
ლა დეა ნიგერიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 55-60 მილიონ ევროს ითხოვს.

 
                 
                 
                