არსენალი და ნიუკასლი ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავენ
დუშან ვლაჰოვიჩი ხვალ იუვენტუსის მაისურით ბოლო მატჩს ჩაატარებს, რის შემდეგაც ტურინულ გრანდს ოფიციალურად დაემშვიდობება.
სერბი ფორვარდის კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და ბიანკონერი მისი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს, ამიტომ მისი გაყიდვა სეზონის ბოლოს მოუწევს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, არსენალი და ნიუკასლი ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავენ და დიდი ალბათობით იუვენტუსთან მომდევნო კვირებში მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ბიანკონერი სერბის სანაცვლოდ 40-45 მილიონი ევროს გამომუშვებას გეგმავს.

 
                 
                 
                