TuttoJuve

Juve per sempre sarà

კონტეს გამომშვიდობება ნაპოლის ქომაგებს ?…

ანტონიო კონტემ კალიარისთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ორაზროვანი კომენტარი გააკეთა და იტალიური წყაროების ცნობით, ეს იტალიელი სპეციალისტის გამოსამშვიდობებელი სიტყვა იყო.

„ეს ძალიან რთული და გამოწვევებით სავსე სეზონი იყო, რომელსაც დიდი წნეხი აგლხა თან, რადგან მინდოდა იმ ნდობისთვის გადამეხადა, რომელსაც მე გუნდის მხრიდან ვგრძნობდი.

„ბევრი ამბობდა, რომ ყველაფერი კონტესთვის კეთდებოდა, რეალურად კი თითოეული გადადგმული ნაბიჯი ნაპოლის საკეთილდღეოდ, გუნდის განვითარებისთვის იყო.

„რას ვეტყოდო ნაპოლის ქომაგებს ? ფეხბურთელები, მწვრთნელები და მფლობელები იცვლებიან, თუმცა ნაპოლის ქომაგების და ამ ქალაქის ვნება უცვლელი რჩება. იყავით ის, ვინც ხართ.“

შეგახსენებთ, გამარჯვების შემთხვევაში ნაპოლი გუნდის ისტორიაში მე-4 სკუდეტოს მფლობელი გახდება.

49 views
error: დაცული კონტენტი !