TuttoJuve

Juve per sempre sarà

პარმამ იუვენტუსს ბონის ფასი შეუთვალა

იუვენტუსი შეტევის გასაძლიერებლად ფორვარდების ძიებას აგრძელებს და ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე პარმას ტალანტი ანჟე-იოან ბონი გახლავთ.

21 წლის ფრანგი ფორვარდის აქტივში მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, მის მიმართ ინტერესს იუვენტუსის გარდა რამდენიმე ინგლისური და გერმანული გუნდი იჩენს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პარმა ფრანგი ფორვარდის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს.

50 views
error: დაცული კონტენტი !