TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვეიგა სეზონის ბოლოს ჩელსიში დაბრუნდება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, რენატუ ვეიგა სეზონის ბოლოს ჩელსის რიგებს დაუბრუნდება.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი პორტუგალიელი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილია და მისი შენარჩუნების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ პრობლემა ჩელსის მიერ მოთხოვნილი 50 მილიონია, რის გადახდასაც იუვენტუსი არ აპირებს.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი ვეიგას იჯარის გახანგრძლივებას კიდევ ერთხელ ცდის, თუმცა პორტუგალიელის ტურინში დარჩენა რთულად წარმოსადგენია.

51 views
error: დაცული კონტენტი !