ჰოილუნდი იუვენტუსის სიაში რჩება
Calciomercato-ს ინფორმაციით, რასმუს ჰოილუნდი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში რჩება.
ტურინული გრანდი ზაფხულში მინიმუმ 2 ფორვარდის გაფორმებას გეგმავს და ჰოილუნდი ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე გახლავთ.
იუვენტუსი 22 წლის შემტევის 1-წლიანი იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.