TuttoJuve

Juve per sempre sarà

არსენალმა იუვენტუსს კივიორის ფასი შეუთვალა

რიკარდო კალაფიორის ტრანსფერზე არსებული სირთულეების ფონზე, არსენალის მცველი იაკუბ კივიორი იუვენტუსის პრიორიტეტული სატრანსფერი სამიზნე ხდება.

ბოლონია კალაფიორის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონ ევროს ითხოვს, მაღალ ფასს კი დიდი კონკურენციაც ემატება, ამიტომ ტურინულ გრანდს დაცვის გასაძლიერებლად ალტერნატიული კანდიდატების ძებნა უწევს.

კალაფიორის მთავარ ალტერნატივად იაკუბ კივიორი მოიაზრება, მის სანაცვლოდ ლონდონელები 25 მილიონ ევროს ითხოვენ და ფეხბურთელის იჯარით გაშვებას არ განიხილავენ.

36 views
error: დაცული კონტენტი !