TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რაბიო არსენალს უახლოვდება

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ადრიენ რაბიო დიდი ალბათობით კარიერას არსენალში გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, მეთოფეების რიგებში რაბიოს ხილვა გუნდის მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას სურს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

არსენალი რაბიოს, რომელიც 2 დღეში თავისუფალი აგენტი გახდება, იუვენტუსზე გაცილებით კარგ ფინანსურ პირობებს სთავაზობს და ამ მომენტისთვის მისი ტრანსფერისთვის ბრძოლაში გამოკვეთლი ფავორიტია.

error: დაცული კონტენტი !