TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სპალეტი:“ შვეიცარიასთან რთული მატჩი გველოდება“

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ შვეიცარიასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„წინ ძალიან რთული დაპირისპირება გველოდება, თუმცა ასეთი დონის ტურნირებზე მარტივი მატჩები არ არსებობს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

„კალაფიორის დისკვალიფიკაცია ? მანჩინის აქვს შესაფერისი მახასიათებლები და საკმარისი გამოცდილება იმისთვის, რომ იტალიის ნაკრების ძირითადში უპრობლემოდ ითამაშოს.

„სკამაკა ? ჯანლუკას აქვს ხარისხი და კრეატიულობა იმისთვის, რომ გოლი ნებისმიერ მომენტში გაიტანოს. თუ ის გოლს ვერ იტანს, ეს არა მხოლოდ სკამაკას, არამედ მთლიანად გუნდის ბრალია, რადგან ჩვენ მას შესაბამის მომენტებს ვერ ვუქმნით.

„ჯანლუკას მთავარი პრობლემა გარკვეულ მომენტებში სწორი პოზიციის შერჩევაა, მაგრამ მის პოტენციალსა და შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.

„იქნება თუ არა ის სასტარტოში ? ეს არის ერთადერთი პოზიცია, რომლის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს. ასეა თუ ისე, სკამაკა და რეტეგი გუნდს აუცილებლად დაეხმარებიან.

„ფაჯოლი სასტარტოში ? მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მის სასტარტოში დაყენებას გამბედაობა სჭირდება.

„ბასტონი ? ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ის თამაშს ხვალინდელ შეხვედრაში. მას გრიპის სიმპტომები აქვს. დიმარკოს კი წვივის დისკომფორტი აქვს და ხვალ ვერ ითამაშებს.”