სიტი და ლივერპული კამბიაზოს მიმართ ინტერესს არ კარგავენ
ბრიტანული წყაროების ცნობით, მანჩესტერ სიტი და ლივერპული იუვენტუსის უკანახაზელის ანდრეა კამბიაზოს მიმართ ინტერესს არ კარგავენ.
The Telegraph-ის ცნობით, იტალიელი ფეხბურთელი პეპ გუარდიოლას ერთ-ერთ ფავორიტ სამიზნედ რჩება, თუმცა მათ კონკურენციას ლივერპული გაუწევს, სქაუზერები ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შემცვლელს ეძებენ და მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ კამბიაზოა.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი იტალიელის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე 45-50 მილიონს გადაიხდის.
