მაკკენი იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს
იუვენტუსი და უესტონ მაკკენი ახალი კონტრაქტის დეტალებზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.
ნიკოლო სკირას ცნობით, ამერიკელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდთან კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.
წყაროს ინფორმაციით, მაკკენის წლიური გასამრჯელო 3 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.