TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე სიტის მცველით ინტერესდება

ბრიტანული გამოცემა CaughtOffisde-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მანჩესტერ სიტის მცველის ჯონ სტოუნსის ტრანსფერით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე დაცვის ხაზის გაძლიერებას ეცდება და მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ სტოუნსი გახლავთ.

30 წლის ინგლისელს სიტისთან მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება, ის ქალაქელთა გეგმებში აღარ შედის, ამიტომ ფეხბურთელის გაფორმება დაახლოებით 20-25 მილიონად იქნება შესაძლებელი.

error: დაცული კონტენტი !