TuttoJuve

Juve per sempre sarà

მილიკისა და გატის შემდეგ, იუვე მაკენის კონტრაქტზე მუშაობს

არკადიუშ მილიკთან და ფედერიკო გატისთან კონტრაქტების გახანგრძლივების შემდეგ, იუვენტუსის პრიორიტეტი უესტონ მაკკენის ხელშეკრულებაა.

ამერიკელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა ის იუვენტუსში მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ამიტომ ტურინულ გრანდს მაკკენის ხელშეკრულების გახანგრძლივება უნდა.

26 წლის ფეხბურთელი დიდი ალბათობით კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, მისი კიდევ 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით.

45 views
error: დაცული კონტენტი !