ბოლო ცნობები იუვენტუსის ლაზარეთიდან…
იუვენტუსი ბოლონიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მზადებას აგრძელებს და იგორ ტუდორს ფონს გასვლა სერიოზული საკადრო პრობლემების ფონზე მოუწევს.
SportItalia-ს ცნობით, ტეუნ კოპმეინერსი, დუშან ვლაჰოვიჩი და შიკო კონსეისაუ გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობენ და მათი თამაში მომდევნო მატჩში საეჭვოა.
ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს ფედერიკო გატიც, მას ჯერჯერობით ტკივილი კვლავ აწუხებს და სავარაუდოდ არა მხოლოდ ბოლონიასთან, არამედ ლაციოსთან მატჩსაც გამოტოვებს.
შეგახსენებთ, კენან ილდისი გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება.