TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პსჟ, დორტმუნდი, შტუტგარტი და ლევერკუზენი ჰეისენის ტრანსფერზე მუშაობენ

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, დინ ჰეისენის ტრანსფერზე ბოლო დღეებში აქტიურად პსჟ, ლევერკუზენი, შტუტგარტი და დორტმუნდი მუშაობენ.

წყაროს ცნობით, ტიაგო მოტა ახალგაზრდა ესპანელი ტალანტის შენარჩუნების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ მოთხოვნილ 30 მილიონს გადაიხდის, ფეხბურთელი გუნდს დატოვებს.

სკირას თქმით, იუვენტუსს ჯერჯერობით ჰეისენის თაობაზე ოფიციალური წინადადება არ მიუღია.