ოსიმენი იუვენტუსის პრიორიტეტად რჩება
იტალიელი ჟურნალისტის მარკო კონტერიოს ცნობით, ვიქტორ ოსიმენი იუვენტუსის პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.
წყაროს ცნობით, დე ლაურენტისს ოსიმენის იუვენტუსში გაშვება არ სურს, თუმცა ნიგერიელის მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და თუ ვიქტორმა სხვა გუნდებში გადასვლაზე უარი თქვა, ნაპოლის მისი იუვეში გაშვება მოუწევს.
კრისტიანო ჯუნტოლისა და ოსიმენის აგენტს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით გუნდებს შორის შეხვედრა არ გამართულა.