TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა კონსეისაუს შემცვლელი შეარჩია

იუვენტუსი დიდი ალბათობით შიკო კონსეისაუს გამოსყიდვაზე უარს იტყვის და ტურინულ გრანდს მისი პოტენციური შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

SportItalia-ს ცნობით, იუვენტუსი ლილის გარემარბის ედონ ჟერგოვას ტრანსფერით ინტერესდება.

26 წლის ფეხბურთელი უკვე დიდი ხანია ტურინული გრანდის სატრანსფერო სიაშია და ბიანკონერი მის გაფორმებას ზაფხულში კიდევ ერთხელ ეცდება.

კოსოვოელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ფრანგებთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ ლილს მისი სეზონის ბოლოს გაყიდვა დაახლოებით 20-25 მილიონად მოუწევს.

44 views
error: დაცული კონტენტი !