ტუდორის გუნდში იუვენტუსს ახალი კაპიტანი ეყოლება
იგორ ტუდორმა იუვენტუსის მწვრთნელის ამპლუაში კონტინასაზე პირველი სავარჯიშო სესია უკვე ჩაატარა და როგორც მოსალოდნელი იყო, ხორვატი სპეციალისტი გუნდში არაერთ ცვლილებას გეგმავს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ცვლილება შეეხება გუნდის კაპიტანსაც. მანუელ ლოკატელი დიდი ალბათობით კაპიტანის სამკლაურს დაკარგავს და მას ფედერიკო გატი ჩაიბარებს.
ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელები გუნდს 2 დღეში დაუბრუნდებიან და ტუდორს პირველი სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება ამის შემდეგ შეეძლება.