მილანი ვლაჰოვიჩის სიტუაციას აკვირდება
იტალიური მედიის ცნობით, მილანი იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება.
სერბი ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ ბიანკონერი დუშანის გაყიდვას სეზონის ბოლოს გეგმავს.
La Repubblica-ს ცნობით, მილანი დუშანის სიტუაციას აკვირდება, თუმცა პრობლემა ინგლისური გუნდების ინტერესია, მათთან ფინანსური კონკურენციის გაწევა კი როსონერის გაუჭირდება.