TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონტე:“ დი ლორენცოსა და კვარას ნაპოლიდან წასვლა გამორიცხულია“

ნაპოლიმ გუნდის ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე წარადგინა, რის შემდეგაც იტალიელმა სპეციალისტმა პრეს-კონფერენცია გამართა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჯოვანი დი ლორენცო და ხვიჩა კვარაცხელია გუნდს არ დატოვებენ.

„ნაპოლიში მე ვწყვეტ, თუ ვინ დატოვებს გუნდს და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დი ლორენცო და კვარა გუნდს არ დატოვებენ.“

იუვენტუსს დი ლორენცოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს, მაგრამ პარტენოპეი მის ტურინულ გრანდში გაშვებას არც კი განიხილავს.