TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ასტონ ვილა სულეს მიმართ ინტერესს არ კარგავს

იუვენტუსმა და ასტონ ვილამ მომდევნო კვირებში შესაძლოა კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელონ.

მხარეები სამმაგ ბარტერს, რომლის მიხედვითაც ბიანკონერი დუგლას ლუისს, ბრიტანელები კი ენცო ბარენეჩეას, სამუელ აილინგ-ჯუნიორსა და 25 მილიონს მიიღებენ, უახლოეს პერიოდში გააოფიციალურებენ, თუმცა გუნდებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება.

Football Insider-ის ინფორმაციით, ინგლისელები მატიას სულეს მიმართ ინტერესს არ კარგავენ. ასტონ ვილა მის ჩართვას ლუისის ტრანსფერში ითხოვდა, რაზეც იუვენტუსმა უარი თქვა და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაასხვისებს, თუ რომელიმე გუნდი 40 მილიონ ევროს გადაიხდის.