კოპმეინერსი:“ წინ რთული შეხვედრა გველოდება, მაგრამ ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“
ტიაგო მოტას შემდეგ, პსვ-სთან მატჩის წინ გამართულ ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე ტეუნ კოპმეინერსმა ისაუბრა.
„ჩვენ ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. ინტერთან გამარჯვებამ დამატებითი მუხტი შეგვძინა და ხვალინდელ შეხვედრას მოუთმენლად ველოდებით. ეს მარტივი არ იქნება, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა.
„ჩვენ უნდა ვიყოთ აგრესიულები, ინტენსიურები და მომენტები მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ. ჩემპიონთა ლიგაზე მარტივი მატჩები არ არსებობს და თითოეული ჩვენგანი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.
„ჩემპიონთა ლიგაზე გოლის მოლოდინში ? მე გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება მიყვარს, მაგრამ პრიორიტეტი ყოველთვის გუნდის წარმატებაა. მე შედეგიანობის მხრივ მეტი შემიძლია და ამას აუცილებლად გავაკეთებ.
„წინა მატჩში სათადარიგოთა სკამზე დარჩენა ? მე ძალიან მშვიდად ვარ. ჩვენ უამრავი უმაღლესი დონის ფეხბურთელი გვყავს, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს. ჩვენ პირველ მატჩში გავიმარჯვეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.“