ინგლისური გრანდები ილდისის ტრანსფერზე მუშაობენ, თუმცა…
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინგლისური გრანდები იუვენტუსის ტალანტის კენან ილდისის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდებიან.
წყაროს ცნობით, თურქი ფეხბურთელის გაფორმებას სეზონის ბოლოს მანჩესტერული გრანდები, ასევე არსენალი და ჩელსი ეცდებიან და მის სანაცვლოდ არც 90-100 მილიონის გადახდაზე იტყვიან უარს.
გამოცემის ინფორმაციით, ილდისის მიმართ არსებული ინტერესის მიუხედავად, იუვენტუსი კენანს ხელშეუხებელ ფეხბურთელად მოიაზრებს და მისი გაყიდვა არც კი განიხილება.